კასილასის პრესკონფერენცია
მადრიდის რეალის მეკარემ იკერ კასილასმა პრესკონფერენცია გამართა.
ამ სიტყვებით დაიწყო იკერმა პრესკონფერენცია.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მადრიდისტები გავახაროთ.
კასილასი ჟურნალისტების წინაშე ძალიან დამწუხრებული ჩანდა მას დანა პირს არ უხსნიდა. იგი დამწუხრებული იყო წარუმატებელი თამაშით ჩემპიონთა ლიგაზე.ბლაკოსელმა მადრიდის რელის ყველა გულშემატკივარს მთელი გუნდის სახელით ბოდიში მოუხადა და პატიება სთხოვა წარუმატებელი თამაშის და ლიგიდან გამოვარდნის გამო.
''მე მინდა ბოდიში მოვუხადო მადრიდისტებს. და ასევე გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ არასოდეს ვნებდებით.მთელი ყურადღებით ლა ლიგის ჩემპიონატისკენ გადავერთეთ და არავითარ შემთხვევაში მადრიდისტებს იმედებს არ გავუცრუებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლა ლიგის ჩემპიონები გავხდებით მოვუგებთ ყველა იმ გუნდს რომეთანაც დაგვრჩა სათამაშო მათ შორის ბარსელონასაც.''
''არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავნებდეთ და ყურები არ უნდა ჩამოვუშვათ. რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება იმ ყველაფრის გაკეთება რაზეც წეღან გავამახვილე ყურადღება მაგრამ მე მჯერა ჩემი კლუბის და თითოეული ფეხბურთელის.''
აქვე იკერმა მცირე კომენტარი გააკეთა პელეგრინისთან დაკავშირებით.
''მადრიდის რეალის თითოეული ფეხბურთელი მხარს ვუჭერთ მანუელ პელეგრინის. წარუმატებელი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი, თითოეული ფეხბურთელის ბრალია.''
- 11 მარტი 2010
- 2 818
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.