თეთრებმა დასვენების უფლება ვერ მოიპოვეს
გუშინდელი მატჩის ოთხმა ფეხბურთელმა; რაულმა, რონალდომ, გუტიმ და იგუაინმა სპორტულ დარბაზში ივარჯიშეს.
ძალიან ცუდი კრახის შემდეგ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა ვარჯიში შესვენების გარეშე გააგრძელეს. ბენზემას, დრენტეს და პეპეს შეუერთდა კიდევ ოთხი ფეხბურთელი; რაული, რონალდო, გუტი და იგუაინი.
დღეს გუნდმა ორ სხვადასხვა სტადიონზე ივარჯიშა. ვალდებებასის პირველ მოედანზე კასილასმა, სერხიო რამოსმა, ალბიოლმა, გარაიმ, არბელოამ, ლასმა და კაკამ ივარჯიშეს. მეორეზე კი მეტცელდერმა, ვან დერ ვაარტმა, მარსელომ, გაგომ, ხაბი ალონსომ და მაჰამადუ დიარამ ივარჯიშეს.
სამეფო კლუბის სათადარიგო კარის დარაჯები, დუდეკი და ადანი კი ტრადიციულად გოლკიპერების მწვრთნელმა ხაბიერ მანჩისიდორმა ავარჯიშა.
- 11 მარტი 2010
- 1 849
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.