ზიდანი:„ნეიმარის ხილვა საოცრებაა, მაგრამ რონალდუმ ხომ საოცრებები გააკეთა?“
ზინედინ ზიდანმა „ლეგანესთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„დარწმუნებულები ვართ, რომ „ლეგანესი“ მარტივად არაფერს დათმობს, ამიტომ მაქსიმალური კონცენტრაცია გვამრთებს. თუ მომდევნო ეტაპზე ისე გავალთ, რომ გოლს არ გავუშვებთ ნამდვილად კარგი შედეგი იქნება.“
„კრიშტიანო? მან ძლიერი დარტყმა მიიღო და რამდენიმე წუთის მანძილზე ვერ იასპარეზა, ახლა ყველაფერი წესრიგშია.“
„გუნდი ხშირად თამაშობს 4-4-2 სქემით და ასევე მიმართავს ტრადიციულ 4-3-3 სქემას. ყველა პაექრობის წინ ვაფასებთ მეტოქის სტრატეგიას და ვცდილობთ საუკეთესო ტაქტიკა დავუპირისპიროთ.“
„კეპა არიზაბალაგა? მე არ მიყვარს საუბარი იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც „რეალში“ არ თამაშობენ. ტრანსფერები? არაერთხელ განვაცხადებ, რომ ზაფხულამდე „ბლანკოსი“ არავის არ შეიძენს. მე ასეთი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული. თუ კეპამ „ბილბაოსთან“ გაახანგრძლივა ეს მისი გადაწყვეტილებაა.“
„სერხიო რამოსი გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით მიიღებს თუ არა სათამაშო წუთებს „ლეგანესის“ წინააღმდეგ.“
„მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა გვაქვს, „ლეგანესთან“ მოდუნებას არ ვაპირებთ.“
„გარეთ ბეილი ამტკიცებს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მისი იმედი. როგორც უელსელმა ტრავმა მოიშუშა და დისკომფორტს არ გრძნობს, პროგრესი აშკარა გახდა.“
„არაერთი დამიმტკიცებია, რომ ისკო ალარკონი „რეალისთვის“ უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ესპანელს არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში და ხშირად მითქვამს, რომ ძალიან მჭირდება. გასაგებია, რომ ნახევარმცველს „ელ კლასიკოში“ არ უთამაშია, მაგრამ მუდმივად ამაზე საუბარი უკვე მომაბეზრებელია. იქ მეორე ტაიმში იმდენად ცუდად განვითარდა მოვლენები, რომ იძულებითი ცვლილებების გაკეთება მომიხდა.“
„ხშირად ამბობენ, რომ კარიმ ბენზემას ვიცავ. მე ვიცავ ყველა ფეხბურთელს, უბრალოდ კარიმის მიმართ იმხელა აგრესია მოდის, რომ უფრო ხშირად მიწევს განცხადებების გაკეთება. გულშემატკივრებს საკუთარი პოზიცია აქვთ, მაგრამ მერწმუნეთ, „ცხრიანი“ 90 წუთის მანძილზე „ბლანკოსისთვის“ წარმატებისთვის იბრძვის.“
„ნეიმარი? ის საოცარი ფეხბურთელია, ბრაზილიელის თამაშის ხილვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ ნეი ხომ „რეალში“ არ თამაშობს. მოდით კრიშტიანო რონალდუზე ვისაუბროთ, რომელმაც გაცილებით დიდებული წელი ჩაატარა, ვიდრე ნეიმარმა.“
- 23 იანვარი 2018
- 7 748
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.