ობლაკი მადრიდის „რეალში“ ?
ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ დედაქალაქში შესაძლოა სენსაციური სატრანსფერო გარიგება შედგეს...
„ატლეტიკოსა“ და „რეალის“ „ქიშპობის“ შესახებ ყველას ყველაფერი კარგად მოეხსენება.
მას შემდეგ, რაც „როხიბლანკოს“ სათავეში დიეგო სიმეონე ჩაუდგა, ამ ორ გუნდს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს.
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვას ობლაკს დაავალებს, რომელიც „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავს.
გარიგებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება სიმეონე, რომელიც ფიქრობს, რომ მისი მეკარე მსოფლიოს საუკეთესოთა გოლკიპერთა სამეულშია.
სატრანსფერო თანხად 40 მილიონი ევრო სახელდება, სხვა დეტალები კი ჯერ-ჯერობით უცნობია.
- 23 იანვარი 2018
- 7 610
- 16