მოულოდნელი ინფორმაცია კეპა არიზაბალაგაზე
El Bernabeu იუწყება, რომ მადრიდის „რეალმა“ კეპა არიზაბალაგა ფაქტობრივად დაკარგა...
სატრანსფერო თანხად 20 მილიონი ევრო სახელდებოდა. მეტიც, ახალგაზრდა კარის დარაჯი მადრიდში იმყოფებოდა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. ეს ინფორმაცია, თავად კეპამაც დაადასტურა.
ტრანსფერი კი ზინედინ ზიდანმა დაბლოკა, რომელმა განაცხადა, რომ ზაფხულამდე „რეალი“ არავის იყიდიდა.
ახლა გავრცელებული ინფორმაციით კი კეპა „ბილბაოსთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს და მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ „რეალს“ სხვა მეკარის ყიდვა მოუწევს.
- 22 იანვარი 2018
- 7 246
- 12