მბაპემ უმძიმესი დარტყმა მიიღო - „პსჟ“ შოკშია
გუშინ ფრანგული „პსჟ“ „ლიონს“ დაუპირისპირდა და 2-1 დამარცხდა, თუმცა მარცხზე მტივნეული ის არის, რომ უნაი ემერის კილიან მბაპე გამოაკლდა...
ახალგაზრდა ფრანგმა ფორვარდმა პირველივე ტაიმში უმძიმესი დარტყმა მიიღო და მოედანი საკაცის საშუალებით დატოვა, მის ნაცვლად მინდროზე დრაქსლერი შევიდა.
წინასწარი დაკვირვების მიხედვით, კილიანმა შესაძლოა 1 თვეზე მეტი გამოტოვოს, თუმცა დასკვნა ოფიციალური არ არის, რადგან ლოტინმა დღეს სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რის შედეგადაც დადგინდება, რა სჭირს ზუსტად შემტევს.
ყოველივე ზემოაღნიშნული „პსჟ“-ს პრობლემებზე მიუთითებს. უნაი ემერის ალბათ ვერც კი წარმოუდგენია „რეალთან“ მბაპეს და ნეიმარის გარეშე გუნდის გამოყვანა.
- 22 იანვარი 2018
- 10 640
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.