ბეილმა „რეალის“ პრეზიდენტს მიმართა - „მივდივარ“
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, გარეთ ბეილმა მადრიდის „რეალიდან“ წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო და ამის შესახებ ფლორენტინო პერესს ამცნო...
უელსელის სურვილია პრეზიდენტმა ყველა შემოთავაზება განიხილოს, რომელიც მის მიმართ იარსებებს. გარეთს არ მოსწონს „ბლანკოსში“ შექმნილი სიტუაცია და თვლის, რომ მეტ პატივისცემას იმსახურებს, ის არ უნდა იყოს სხვა ფეხბურთელის ყიდვისთვის საჭირო ფიგურა და ასე შემდეგ.
Daily Express-ის ცნობით, ბეილი პრემიერლიგას მიაშურებს, მისი კლუბი „იუნაიტედი“ გახდება.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 19 იანვარი 2018
- 8 519
- 26