ნეიმარის იურისტი:„თუ „რეალს“ ნეიმარის შეძენა სურს, ჰელაიფს უნდა ესაუბროს“
„პსჟ“-ს ბრაზილიელი ლიდერის, ნეიმარის იურისტმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა...
„გასული წლის აგვისტოში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა და ჩემი კლიენტი „პსჟ“-ს ფეხბურთელი გახდა.“
„ხელშეკრულების სრული ვერსია რა თქმა უნდა კონფიდენციალურია და გასაჯაროვებას არ ექვემდებარება, აქედან გამომდინარე, ყველა დეტალზე ვერ ვისაურებ, მაგრამ ზედაპირულად შემიძლია იმის თქმა, რომ მადრიდის „რეალს“ ნეიმარის შეძენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ „პსჟ“-ს მმართველთან, ნასერ ალ ჰელაიფისთან მოახერხებს შეთანხმების მიღწევას.“
„მხოლოდ ნეიმარის დაყოლიებით „რეალი“ ფონს ვერ გავა. პარიზულ კლუბს ძალიან დიდი ბერკეტები აქვს, ამიტომ მოლაპარაკებები მაქსიმალურად მრავალმხრივი და კომპლექსური უნდა იყოს.“
„თუ მეტყვიან, რომ ნეიმარი „რეალში“ მიდის, ხვალვე დავიწყებ მუშაობას ახალი ხელშეკრულების დეტალებზე, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ პრესის ფურცლებზე საუბრობენ.“
- 18 იანვარი 2018
- 5 760
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.