ხამესი:„ზიზუ იმას მაბრალებდა, რასაც არასდროს ვიკადრებდი“
მიუნხენი „ბაიერნის“ კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, ხამეს როდრიგესმა ზინედინ ზიდანთან ურთიერთობასა და მის მადრიდულ კარიერაზე ისაუბრა...
„„რეალი“ ჩემი ოცნება იყო, ამ კლუბში გადასვლამ უდიდესი სიხარული მომგვარა, თუმცა შემდეგ მოვლენები ისე აღარ განვითარდა, როგორც მსურდა.“
„კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ გუნდს სათავეში ბენიტესი ჩაუდგა, მე კი მის გეგმებში არ შევდიოდი. მალევე მოხდა ცვლილება და „რეალი“ ზიდანმა ჩაიბარა. ფრანგი ჩემი კერპი გახლდათ, მაგრამ მისი შეხედულებებიც განსხვავებული აღმოჩნდა. ზიზუ მაბრალებდა იმას, რასაც არასდროს ვიკადრებდი, ის ღიად აცხადებდა, რომ ვარჯიშით ბოლომდე არ ვკავდებოდი. მერწმუნეთ, მე სუფთა სინდისი მაქვს, პროფესიონალი სპორტსმენი ვარ და ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები და არასდროს ვზოგავ ენერგიას.“
„ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალთან“ შეხვედრა? ამას არ გამოვრიცხავ. ზიზუს გუნდს „პსჟ“-ს სახით დიდი მეტოქე ჰყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგაზე „რეალი“ სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებს და 1/4 ფინალში გასვლისთვის ბოლომდე იბრძოლებს.“
- 17 იანვარი 2018
- 11 399
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.