„ლივერპული“ სალაჰის ნაცვლად „რეალის“ ვარსკვლავს და 50 მილიონს ითხოვს
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, მერსისაიდული „ლივერპული“ მადრიდის „რეალის“ თვალსაჩინო აქტიურობით შეშფოთებულია. გუნდმა სულ ცოტა წინ დაკარგა უდავო ლიდერი, ფილიპე კოუტინიო, ახლა კი საქმე მუჰამედ სალაჰს მიადგა...
ეგვიპიტელი ფეხბურთელი მატჩიდან მატჩამდე უმატებს და პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ფიგურაა. იურგენ კლოპი მაქსიმალურად ცდილობს ფეხბურთელებამდე არცერთი წინადადება არ მივიდეს, მაგრამ როდესაც საქმე მადრიდის „რეალის“ ინტერესს ეხება, ყველაფერი ირევა.
Daily Mirror-ზე დაყრდნობით, მერსისაიდელები სალაჰს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობენ, თუ ფლორენტინო პერესი ინგლისში მარკო ასენსიოს გაუშვებს და ამასთან ერთად „წითლების“ ბიუჯეტში 50 მილიონ ევროს ჩარიცხავს.
„ლივერპულში“ დარმწუნებულები არიან, რომ მათ მიერ წამოყენებული პირობები „რეალისთვის“ მიუღებელი იქნება და ამით სალაჰს შეინარჩუნებენ.
- 16 იანვარი 2018
- 8 449
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.