„რეალმა“ იკარდიში 110 მილიონის გადახდაზე თანხმობა განაცხადა
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა, მილანის „ინტერს“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მათ მიერ მოთხოვნილ 110 მილიონ ევროს გადაიხდიან, თუმცა არგენტინელი წინახაზელი მადრიდში 31 იანვრამდე უნდა გადავიდეს...
გამოცემა AS, Corriere Dello Sport-ზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ მილანურ მხარეს იკარდის შენარჩუნება სურს და ახალ კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, მისი გამოსასყიდი ფასი 200 მილიონი ევრო იქნება.
როგორც სჩანს, ამ ეტაპზე ყველაფერი თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული. „რეალის“ ბოლო წინადადება 110 მილიონიანია, მეტს პერესი არცერთ შემთხვევაში არ გადაიხდის.
იმ შემთხვევაში, თუ მაურომ „ინტერს“ ახალ კონტაქტს უარი უთხრა, იტალიური მხარე მას 110 მილიონად შეელევა.
- 16 იანვარი 2018
- 3 750
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.