„რეალმა“ ბენზემას ულტიმატუმი წაუყენა
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი თვლის, რომ ფრანგი ფორვარდის, კარიმ ბენზემას ადგილი სამეფო კლუბში აღარ არის. ერთადერთი ადამიანი, ვინც „9“-იანს მფარველობს ზინედინ ზიდანია, მაგრამ როგორც სჩანს, ვერც მთავარი მწვრთნელის ავტორიტეტი გადის ფონს...
„რეალმა“ ბენზემას ულტიმატუმი წაუყენა. სეზონის დასრულებამდე 4 თვე რჩება. ამ ხნის განმავლობაში სიტუაციის მსგავს ვითარებაში გაგრძელების შემთხვევაში ბენზემა მადრიდის „რეალს“ ივნისის დასაწყისშივე დატოვებს.
გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა კი თავად ფრანგზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული.
- 16 იანვარი 2018
- 6 021
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.