„რეალმა“ ლიოვთან ერთად ზიდანის კიდევ ერთი შემცვლელი დაასახელა
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის საკითხზე აქტიურად მუშაობს...
ის, რომ სეზონის ბოლომდე „მერენგების“ თავკაცი არ შეიცვლება და ზიზუ თანამდებობას შეინარჩუნებს ფაქტია.
ამასობაში ფლორენტინო პერესი ფრანგის შემცვლელ კანდიდატად იოაჰიმ ლიოვს განიხილავს. ესპანურ მედიაზე დაყრდნობით კი, „ბლანკოსი“ მაურისიო პოჩეტინოსაც დაუკავშირდა და მოლაპარაკებები დაიწყო.
თუ „ტოტენჰემის“ თავკაცი „ბლანკოსს“ ჩაიბარებს, ჰარი კეინის კეინის გადმოყვანის შანსიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.
როგორც სჩანს, მადრიდის „რეალს“ საკმაოდ „ცხელი“ ზაფხული ელის.
- 15 იანვარი 2018
- 6 237
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.