ზიზუს „რეალმა“ ლა ლიგაში უკვე 22 ქულა დაკარგა
ზინედინ ზიდანს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს...
გუნდმა შიდა პირველობაზე 18 მატჩი გამართა და მხოლოდ 32 ქულას მოუყარა თავი. ამ ხნის განმავლობაში „დედაქალაქელებს“ 54 ქულის დაგროვება შეეძლოთ, მაგრამ შედეგი მართლაც სავალალოა.
ამ ეტაპზე ფრანგის გუნდი მეოთხე ადგილს იკავებს, ერთი მატჩი კი რეზერვში აქვს.
„ბლანკოსი“ მეორე ადგილზე მყოფ „ატლეტიკოს“ 10 ქულით ჩამორჩება, რეზერვში მყოფი მატჩის მოგების შემთხვევაში კი სხვაობა 7 ქულამდე შემცირდება.
მადრიდში ჩემპიონობის ილუზია აღარავის აქვს. მეტიც, ზიზუს გუნდს რაფაელ ბენიტესის „დაქცეული“ „რეალის“ მიერ ნაჩვენებ შედეგზე რამდენიმე ქულით ნაკლები აქვს მოპოვებული.
- 15 იანვარი 2018
- 1 957
- 4