იოაჰიმ ლიოვმა „რეალს“ 4 ფეხბურთელის შეძენა მოთხოვა
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი გერმანიის ნაკრების თავკაცთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს...
მას შემდეგ, რაც „რეალმა“ „ვილიარეალთანაც“ წააგო და სატურნირო მდგომარეობა უკიდურესად გაირთულა, პრეზიდენტი პერესი ზინედინ ზიდანის გაშვებაზე სერიოზულად ფიქრობს. მეტიც, ზოგიერთ გამოცემაზე დაყრდნობით, ფრანგი ზაფხულში კლუბს დატოვებს და მას ლიოვი ჩაანაცვლებს.
კულუარული ინფორმაციით, იაჰიმს „ბლანკოში“ 4 ფეხბურთელის მისვლა სურს, ესენი არიან ჰარი კეინი, ტომას მიულერი, მატს ჰუმელსი და კილიან მბაპე.
ოთხივე ზემოხსენებულის შეძენა ურთულესი საქმე იქნება, ამიტომ პრეზიდენტ პერესს სერიოზული მატერიალური რესურსის მოძიება მოუწევს.
- 15 იანვარი 2018
- 12 840
- 91