მესი:„როდესაც „რეალის“ წაგების შესახებ მითხრეს გამიკვირდა“
კატალონიის „ბარსელონას“ არგენტინელმა წინახაზელმა, ლეო მესიმ მადრიდის „რეალისა“ და „ვილიარეალის“ მატჩში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა...
„ჩვენ ძალიან დიდი შანსი მოგვეცა იმისა, რომ „რეალთან“ სხვაობა გავზარდოთ. „ბარსელონა“ ეტაპობრივად უახლოვდება ჩემპიონობას.“
„მთავარი კონკურენტი? მერწმუნეთ, „რეალზე“ საშიში მეტოქე ესპანეთში არ არსებობს და ეს გუნდი თუ ჩემპიონი ვერ გახდება, მეორე ადგილზე ქვევით არ განთავსდება.“
„როდესაც მითხრეს, რომ „ბლანკოსმა“ წააგო ვერ დავიჯერე, რადგან პირველ ტაიმს თვალს ვადევნებდი და ვფიქრობდი, რომ ზიზუს გუნდი აუცილებლად მოიგებდა.“
- 14 იანვარი 2018
- 12 109
- 75