ზიდანი:„ბენზემას „რეალიდან“ წასვლა არ განიხილება, ის მალე დაბრუნდება“
ზინედინ ზიდანმა „ვილიარეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა...
„საკმაოდ მძიმე მატჩი გველის. ფეხბურთელებს ბევრი ვესაუბრე, მათ იციან, როგორ დაამარცხონ „ვილიარეალი“. მთავარია საკუთარი ძალები ვირწმუნოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ, ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.“
„ქომაგების მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. „ბარსელონასთან“ სხვაობა ეტაპობრივად უნდა შემცირდეს, ამაში ბერნაბეუმ დიდი როლი უნდა ითამაშოს.“
„ბენზემასადმი კრიტიკა ახალი არ არის, მაგრამ მას ენდობა სამეფო კლუბი. ფრანგი მოედანზე მაშინ დაბრუნდება, როდესაც 200%-ით მზად იქნება, რისკების გაწევას არ ვგეგმავთ. „9“-იანის წასვლა არც კი განიხილება, ყველა ინფორმაცია მხოლოდ ჭორია.“
„ფეხბურთელებთან გარკვეული კომუნიკაცია მქონდა, ისინი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უკეთეს სიტუაციაში არიან. მე მჯერა შეგრდების და იმის, რომ მომდევნო მატჩებში გაცილებით კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ.“
„რონალდუს ფიზიკური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ აქვს, ის აუცილებლად შეუტევს მეტოქეს.“
„სამეფო თასზე საპასუხისმგებლო ეტაპი დადგა. 1/4 ფინალი მარტივი არ არის. „ლეგანესი“ ყველაფერს გააკეთებს ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად, თუმცა „რეალის“ მიზანი „ლა კოპას“ მოგებაა, ამიტომ არაფერს დავთმობთ.“
- 12 იანვარი 2018
- 6 471
- 20