რონალდო:„ნეიმარი „რეალზე“ გამომიტყდა“
ბრაზილიელმა ლეგენდამ, ლუის ნაზარიო რონალდომ „პსჟ“-ს ფორვარდთან, ნეიმართან დაკავშირებით ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა...
„ნეიმარი ჩემი პატარა მეგობარია. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ და გვჯერა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების უდავო ლიდერი იქნება.“
„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ. ის გამომიტყდა კიდეც, რომ „რეალში“ გადასვლაზე უარის თქმის მთავარი საფუძველი სწორედ კატალონია იყო. ესპანეთის დედაქალაქში ის ვერ მოიპოვებდა სიმშვიდეს, რომელიც ახლა „პსჟ“-ში აქვს.“
„დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ადრე თუ გვიან ნეი „ბლანკოსის“ მაისურს მოირგებს, მე ამის ღრმად მწამს.“
- 12 იანვარი 2018
- 9 769
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.