ლუკას ვასკესი:„სრულფასოვნად კმაყოფილები ვერ ვიქნებით“
ლუკას ვასკესმა „ნუმანსიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ბუნებრივია ბედნიერები ვართ, რადგან სამეფო თასის მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ, მაგრამ სრულფასოვნად კმაყოფილები ვერ ვიქნებით, ვინაიდან სანტიაგო ბერნაბეუზე ქომაგები ჩვენს გამარჯვებას ითხოვდნენ და ეს შეგვეძლო კიდეც.“
„შარშან 5 ტიტული მოვიგეთ, რამაც მოთხოვნები კიდევ უფრო გაზარდა. ჩვენ ქომაგებისგან მაქსიმალურად მხარდაჭერას ველით.“
„თითოეულ მატჩში უნდა ვეცადოთ, რომ ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება შევძლოთ და გუნდმა გამართული თამაში აჩვენოს. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ.“
- 11 იანვარი 2018
- 1 481
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.