ზიდანი:„ახლა რასაც ვიტყვი, ალბათ ბევრს ეწყინება“
ზინედინ ზიდანმა „ნუმანსიასთან“ ვერმოგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„მართალია ფრე დავაფიქსირეთ, მაგრამ ეს შედეგი აბსოლუტურად მისაღები იყო, ვინაიდან წინა შეხვედრაში ძალიან დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ. მიხარია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე იშვიათად ჩნდებიან, დღეს ბოლომდე დაიხარჯნენ.“
„მნიშვნელოვანია, რომ სამეფო თასის მომდევნო ეტაპის საგზურ მოვიპოვეთ, მადრიდის „რეალთან“ ერთად „ლა კოპა“ არ მომიგია, ამიტომ ვეცდები, ამ ტიტულსაც გავუსინჯო გემო.“
„დარწმუნებულები ვართ, რომ არსებული რეალობა სულ მალე შეიცვლება და „ბლანკოსი“ გაცილებით უკეთესი იქნება. ჩემი გუნდი თავდაუზოგავად ვარჯიშობს.“
„ახლა რასაც ვიტყვი ბევრს ეწყინება, ვინაიდან ჩემს მიმართ დიდი კრიტიკა ისმის, თუმცა „რეალიდან“ არა წასვლაზე, არამედ დარჩენაზე ვფიქრობ და კონტრაქტის გადახედვასაც ვაპირებ.“
„სებალიოსს პოზიცია რამდენჯერმე შევუცვალე. ის უნივერსალია. „ბეტისში“ თამაშის დროს დანიმ ყველას დაუმტკიცა საკუთარი კლასი.“
„მაიორალმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მას არავითარი პრობლემა არ აქვს.“
- 11 იანვარი 2018
- 7 410
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.