„რეალის“ პრეზიდენტმა ზიდანის შემცვლელი კანდიდატი დაასახელა
მას შემდეგ, რაც სამეფო კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესსა და მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს შორის ურთიერთობა სატრანსფერო საკითხების გამო დაიძახა, აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ სეზონის ბოლოს ფრანგი ლეგენდა ესპანეთის დედაქალაქს დატოვებს...
მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, პერესმა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიის ნაკრების თავკაცთან.
იოაჰიმ ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ნაკრებიდან წასვლას გეგმავს. ეს არის იდეალური დრო იმისათვის, რომ „ბლანკოსმა“ სპეციალისტის დაყოლიება შეძლოს.
Fichajes-ის ინფორმაციით, „რეალი“ გერმანელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა და გარკვეულ საკითხებზე ესაუბრა...
- 11 იანვარი 2018
- 11 391
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.