ზიდანი:„არ დავუშვებ, რომ ხალხმა ასეთი ცუდი რამ გააკეთოს“
ზინედინ ზიდანმა „ნუმანსიასთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„გეგმა უცვლელია. მადრიდის „რეალი“ აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიოს და თამაშის ხარისხი გააუმჯობესოს. მე ვარ ხალხის და პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი და დანებებას არ ვაპირებ.“
„ყველა ერთ ნავში ვსხედვართ, მაშასადამე აუცილებელია ერთიანობა. ფეხბურთელებს დიდ პატივს ვცემ, ისინი ყველაფერს აკეთებენ პრობლემების მოსაგვარებლად.“
„გასაგებია, რომ აწმყოთი და მომავლით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ არ დავუშვებ, რომ ქომაგებმა გასული 2 წელი დაივიწყონ. გუნდმა ამ პერიოდში 8 ტიტული მოიგო, ამიტომ კრიტიკა ნამდვილად არ არის იმის ტოლსწორი, რაც ჩვენ გავაკეთეთ.“
„სეზონის ბოლოს დავსხდებით და ყველაფერს გავაანალიზებთ.“
„ტრანსფერები? სეზონის ბოლომდე არავინ მჭირდება, ვნახოთ რა მოხდება 31 იანვრამდე.“
„მუდმივი მწვრთნელი არავინ ყოფილა და არც არავინ იქნება. მოვა დრო, როდესაც „რეალს“ დავემშვიდობები, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამ პოსტზე დიდი ხნის მანძილზე დავრჩები.“
„ნამდვილად ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრე ფებხურთელებთან „სელტასთან“ მატჩის შემდეგ. ჩვენ ერთმანეთს აზრები გავუზიარეთ და გამოსავალზე ვიმსჯელეთ. „ბალაიდოსზე“ პირველი ტაიმი ცუდად არ ჩაგვიტარებია, მაგრამ მეორე ნახევარში მარტივმა შეცდომებმა ყველაფერი შეატრიალა.“
„ვერ გეტყვით, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობ, როგორც მწვრთნელი. ჩემი გუნდი ამ ეტაპზე მხოლოდ მეოთხე ადგილზე იმყოფება, რაც თავისთავად დიდ უკმაყოფილებას იწვევს.“
„ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე. მთავარია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვიდგეთ.“
„სამეფო თასზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. აუცილებელია, რომ „ნუმანსიას“ ბარიერი დავძლიოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.“
- 9 იანვარი 2018
- 5 688
- 9