ბენზემა:„თუ ქომაგებს სურთ, მე წავალ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასეა“
მადრიდის „რეალს“ ფრანგი ფორვარდი, კარიმ ბენზემა აღდგენით პროცესშია. „9“-იანს ტრავმის სამკურნალოდ რამდენიმე კვირა სჭირდება...
„ძალიან მძიმე წასაკითხია ის სათაურები, რასაც ესპანური გამოცემები ჩემზე წერენ.“
„ყველა ფიქრობს, რომ გუნდი უნდა დავტოვო, მაგრამ მე ხალხთან ვარ ვალში.“
„არაერთი გამოკითხვა ვნახე, რომელშიც ჩემ წასვლას ითხოვენ, მაგრამ 50 000 გულშემატკივრის ხმაზე მნიშვნელოვანი, სრულიად მადრიდული სამყაროს აზრია. თუ მათ ჩემი წასვლა უნდათ წავალ, მაგრამ მე მჯერა, რომ მადრიდისტების უმრავლესობას ვუყვარვარ.“
- 8 იანვარი 2018
- 9 303
- 118