ჟან მიშელ ოლას ინტერვიუ

"ლიონის" პრეზიდენტმა, ჟან მიშელ ოლამ, ყველასათვის მოულოდნელად სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი აზრით, უეფას მადრიდელთა ფინალში ხილვა სურს და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ფინალში "ბლანკოსი" იხილონ.

"ძალიან დაძაბულად ვგრძნობ თავს, რადგან მგონია, რომ ვიღაც ვიღაცეებს "მერენგების" ფინალში ხილვა სურთ. მათ ამისთვის ყველანაირი წინაპირობა აქვთ. ვფიქრობ, რომ მატჩის არბიტრები "ვიკინგებს" დაუდგებიან გვერდში".

პრეზიდენტის აზრით, ევროპელებისთვის, მადრიდელები უფრო ხელსაყრელი მეოთხედფინალისტები იქნებოდნენ ვიდრე ფრანგები და ის ამ ფაქტით ძალიან არის შეწუხებული: "თუ მოედანზე შიშით გავედით, მაშინ "თეთრები" გადაგვივლიან სამი რეალური მიზეზის გამო:მათ ჰყავთ შესანიშნავი გუნდი, ისინი ითამაშებენ საკუთარ სტადიონზე და მადრიდელებს ათასობით გულშემატკივარი დაუდგება გვერდში. ჩვენზე კი დიდი ზეწოლა იქნება. სწორედ ამ მიზეზების გამო არის მათი დამარცხება ურთულესი საქმე".

ჟან მიშელისგან განსხვავებით კი გუნდის მთავარი მწვრთნელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ის დარწმუნებულია მისი გუნდის ძალებში.



ინფორმაციის წყარო:Marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)