კასილასი:"დღეს ბერნაბეუს იმედი გვაქვს"
დღეს დილით, მადრიდის "რეალის" გოლკიპერი იკერ კასილასი ცნობილ ესპანურ გამოცემა As-ის ჟურნალისტებს შეხვდა. საუბარი რა საკვირველია საჩემპიონთა ლიგო დაპირისპირებას შეეხო, რომელსაც სამეფო კლუბი დღეს საღამოს, ლიონის "ოლიმპიკის" წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ფრანგების გამარჯვებით 1–0 დასრულდა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" განმეორებითი მატჩი კი თბილისის დროით 23:45 დაიწყება.
"ბერნაბეუს მხარდაჭერა ჰაერივით გვჭირდება... გარწმუნებთ, ჩვენს წარმატებაში მთავარი როლი გულშემატკივრებს მიუძღვით, ასე რომ თქვენი იმედი გვაქვს. ვფიქრობ გუნდი ისეთივე წარმატებით ითამაშებს, როგორც ეს "სევილიას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გავაკეთეთ. მეტოქე ყოველმიზეზგარეშე უნდა დავამარცხოთ და ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზე გავიდეთ."
იკერ კასილასმა ხაბი ალონსოს ფაქტორზეც ისაუბრა, რომელიც ფრანგებთან გასამართ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
"ხაბი გარეშე წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება, მისი გამოცდილება და მებრძოლი სული ძალიან დაგვაკლდება. ესპანელი ჩვენი ნახევარდაცვის ცენტრალური ნაწილის უდავო ლიდერი და წამყვანი ფიგურაა, მაგრამ გუნდში მისი შემცვლელებიც მრავლად მოიძებნება... პირადად მე გუტის თამაშს ვისურვებდი."
რაც შეეხება "ლიონს"....
"ფრანგებთან ბრძოლა ძალიან რთულია, ოლიმპიკი მადრიდის "რეალისთვის" ყოველთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა, მაგრამ იმედი მაქვს დღეს წარუმატებლობათა კასკადს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმევა. აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამას პირადად მე გპირდებით."
მადრიდული უკანა ხაზი
"ყველაზე მეტად ჩვენი უკანა ხაზის მეიმედება, სამეფო კლუბის წარმატებული გამოსვლა სწორედ მათზეა დამოკიდებული... ალბიოლი და გარაი ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო მცველთა ტანდემს ქმნიან, მათი გამჭრიახობის იმედი მაქვს."
უკვდავი იმედი
"მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი 1–0 წავაგეთ, ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, ჩვენს გუნდს დიდი ანგარიშით მოგებაც შეუძლია, მაგრამ მე 2–0_იც სრულიად დამაკმაყოფილებს."
ინფორმაციის წყარო: As.com
ავტორი: Kevlisha
- 10 მარტი 2010
- 1 578
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.