La Gazzeta - „რეალი“ იკარდის შეუთანხმდა, პირობები ცნობილია
იტალიური გამოცემა- La Gazzetta Dello Sport გვამცნობს, რომ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტსა და მაურო იკარდის შორის მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი შედგა და გაკვეული კონსესუსიც სახეზეა...
„რეალის“ პრეზიდენტი რადიკალურად არის განწყობილი არ აპირებს, მილანის „ინტერის“ მიერ წამოყენებული პირობები დააკმაყოფილოს.
„ინტერი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა იკარდის, თუ მის სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს მიიღებს, ეს თანხა კი „ბლანკოსისთვის“ აბსურდულია.
La Gazzeta-ზე დაყრდნობით, პერესის იკარდის შეუთანხმდა, რის მიხედვითაც, არგენტინელი „ბლანკოსში“ გადასვლას მოითხოვს, თუ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებს. შეთანხმება ზაფხულისთვისაა გადადებული, რაც პირდაპირ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ „მერენგები“ მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე იკარდისთან დაკავშირებით სიახლეები აღარ იქნება.
- 7 იანვარი 2018
- 5 232
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.