„პსჟ“-მ რონალდუს უპრეცენდენტო წინადადებით მიმართა
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით სერიოზული მუშაობა მოუწევს. როგორც სჩანს, „პსჟ“-მ სამუდამოდ განიზრახა პორტუგალიელი ფეხბურთელის შეძენა...
ფრანგები მზად არიან, ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელს 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ, რაც იმას ნიშნავს, რომ რონალდუს პარიზში ყოფნა 37 წლამდე შეეძლება.
უნაი ემერის გუნდის „რეალს“ ლიდერის სანაცვლოდ 140 მილიონ ევროს სთავაზობს.
ასევე კრისმა მიიღო ფანტასტიკური პირობების პაკეტი. „პსჟ“ მზად არის, რონალდუს წლიურად 45 მილიონი გადაუხადოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ხელფასის სახით „შვიდიანი“ 4 წელიწადში 180 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
პარიზელები ასევე მზად არის უარი თქვან კრიშტიანოს სარეკლამო შემოსავლების წილის მიღებაზე.
საფრანგეთში თვლიან, რომ ეს არის წინადადება, რომელზეც უარს ვერც „რეალი“ იტყვის და ვერც რონალდუ. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 7 იანვარი 2018
- 8 227
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.