კეპა არიზაბალაგა „ბილბაოსთან“ ერთად აღარ ვარჯიშობს
„ას“-ის ინფორმაციით, „ბილბაო“ კეპა არიზაბალაგასთან ერთად აღარ ვარჯიშობს....
„ბასკების“ ახალგაზრდა მეკარემ უკვე მეოთხე სამწვრთნელო სესია გამოტოვა.
„ბილბაოს“ თავკაცის განცხადებით, კარის დარაჯს ფეხზე მცირე ტრავმა აქვს და სწორედ ამიტომ არ არის გუნდთან ერთად, თუმცა ამის არავის სჯერა.
კეპა „ბლანკოსის“ ფეხბურთელია, თუმცა ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, ვინაიდან მხარეები ჯერ-ჯერობით ვერ შეთანხმდნენ იანვარში მოხდება მეკარის მადრიდში გადაბარგება თუ 6 თვის შემდეგ.
- 7 იანვარი 2018
- 2 249
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.