ზიდანი:„რონალდუს დასვენება სჭირდებოდა“
ზინედინ ზიდანმა „ნუმანსიასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ადვილი გამარჯვება ნამდვილად არ იყო, მაგრამ ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა.“
„0-3 ის შედეგია, რომელიც მშვიდად ყოფნის საშუალებას გვაძლევს.“
„მოხარული ვარ, რომ გარეთ ბეილმა 1 საათი ითამაშა. ჩვენი მიზანი მისი ყველა მატჩში გამოყენებაა, ეტაპობრივად, მისი დატვირთვა გაიზრდება.“
„კრიშტიანო ფიზიკურად ვერ ითამაშებდა, ისიც ადამიანია და ხანდახან დასვენება სჭირდება. პორტუგალიელს სულ მალე 33 წელი შეუსრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე დგას, ხანდახან შესვენება აუცილებელია.“
„ბორხა მაიორალმა მოთმინება უნდა იქონიოს. ის შესანიშნავი ფორვარდია და შანსს ხშირად მიიღებს.“
„2018 წელს ოპტიმისტურად ვუყურებ და ვეცდები, რომ ყველა ტიტული მოვიგო.“
- 5 იანვარი 2018
- 4 225
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.