ზიდანის გამო „რეალს“ ვერნერის ტრანსფერი ჩაუვარდა?
ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ ზინედინ ზიდანის გამო, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ძალიან მაგარი ტრანსფერი ვერ გაჩარხა...
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამეფო კლუბის ფრანგმა თავკაცმა პრეზიდენტს უთხრა, რომ გერმანული „ლაიფციგიდან“ ვერნერის დამატების შემთხვევაში, მის ნომერ პირველ ფორვარდობაზე გარანტიებს ვერ გასცემდა, ვინაიდან კარიმ ბენზემა უფრო გამოცდილ და მაღალი კლასის ფორვარდად მიაჩნდა.
ტიმოს ტრანსფერი „რეალს“ 40 მილიონი ევრო უჯდება, მაგრამ როგორც სჩანს, ახლა თავად ფეხბურთელი აცხადებს უარს დედაქალაქში გადასვლაზე, ვინაიდან მის გეგმებში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ შედის.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 5 იანვარი 2018
- 4 855
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.