„თუ ვერნერს მიყიდით, კარიმი არ შეიცვლება“ - ზიდანის მიმართვა „რეალის“ პრეზიდენტს
ესპანური გამოცემა საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ზინედინ ზიდანის და ფლორენტინო პერესის დიალოგს შეეხება...
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რეალი“ „ლაიფციგის“ ფორვარდის, ვერნერის ყიდვასთან ძალიან ახლოს არის. მეტიც, არანაირი ბარიერი არ არსებობს, მაგრამ პრობლემა თავად ზინედინ ზიდანის პოზიცია გახდა. ფრანგი ლეგენდა ფიქრობს, რომ ვერნერი ბენზემაზე მაღალი დონის ფორვარდი არ არის, ამიტომ მისი ყიდვის შემთხვევაში მთავარ ფორვარდად კვლავ კარიმი დარჩება.
ამ ინფორმაციამ მადრიდში ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპივა, ვინაიდან ადგილობრივ ქომაგებს ბენზემას წასვლა სურთ, რასაც გამოკითხვებიც ადასტურებს. ყველა გამოკითხვის შედეგით, ქომაგების 85%-ზე მეტს ბენზემას „ბლანკოსში“ დარჩენა არ სურს.
- 4 იანვარი 2018
- 7 454
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.