ზიდანის 2 წელი მადრიდის „რეალში“
დღეს, 4 იანვარს ზუსტად 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალს“ სათავეში ჩაუდგა...
ფრანგმა ფორვარდმა დედაქალაქურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ ორჯერ შეძლო, ასევე მის ანგარიშზეა ზედიზედ 2 მსოფლიო მუნდიალი, 2 ევროპის სუპერთასი, 1 ესპანეთის სუპერთასი 1 ლა ლიგა. ერთადერთი ტიტული, რომელიც ზიზუს ჯერ არ მოუგია Copa Del Rey გახლავთ.
2 წელიწადში ფრანგის „რეალმა“ 116 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 85 მოიგო, 20 ფრედ დაასრულა, 11 კი წააგო.
აღსანიშნავია, რომ ზინედინის ხელში „რეალს“ გოლების უხვი რაოდენობა აქვს - 306 გატანილი და 116 გაშვებული გოლი.
ვულოცავთ ზიზუს წარმატებულ სერიას და ვიმედოვნებთ, რომ ის დიდი ხნის მანძილზე იდგება სამეფო კლუბის სათავეში და ტიტულების სიას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.
- 4 იანვარი 2018
- 2 697
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.