ზიდანი:„ჩვენ ვმუშაობთ ტრანსფერებზე, ბენზემას არყოფნა სერიოზული პრობლემაა“
ზინედინ ზიდანმა „ნუმანსიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ხვალ სამეფო თასზე მორიგი ეტაპის გადალახვის საფუძველი უნდა შევქმნათ. ეჭვი არ მეპარება, ჩემი ფეხბურთელები შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენენ და გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.“
„ვათვიცნობიერებთ პირველი მატჩის მნიშვნელობას, ამიტომ სერიოზული აქტიურობა მოგვიწევს.“
„„ელ კლასიკოს“ წაგების შემდეგ ბევრი პესიმისტური განცხადება მოვისმინე, მაგრამ მერწმუნეთ, მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების, რომლებიც სამივე ფრონტზე ბოლომდე იბრძოლებენ. „რეალს“ არაერთხელ გამოუვლენია საკუთარი ხასიათი.“
„გარეთ ბეილი ჩვენთან ერთად იქნება. უელსელი სრულფასოვან დატვირთვას იღებს და სათამაშოდ მზად არის.“
„კარიმ ბენზემას არყოფნა სერიოზული პრობლემაა. მისი ტრავმა შესვენების დროს გამწვავდა და ვარჯიშის გამართვა ვეღარ მოახერხა. ფრანგი „ელ კლასიკოსთვის“ მზად იყო, თუმცა როგორც სჩანს, გარკვეული პრობლემები მაშინაც ჰქონდა.“
„ტრანსფერები? ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, იანვრის ბოლომდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ.“
„კეპა არიზაბალაგა ბრწყინვალე მეკარეა, მაგრამ მე არ ვსაუბრობ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც „მერენგების“ რიგებს არ ეკუთვნიან.“
„ვინიციუსთან დაკავშირებით გეგმა დამუშავების პროცესშია. ახალგაზრდა ბრაზილიელს ყურადღებით ვაკვირდებით და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დეტალურად ვსწავლობთ.“
- 3 იანვარი 2018
- 5 170
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.