მაკუნის ინტერვიუ მატჩის წინ
მადრიდელთა დღევანდელი მატოქის ფეხბურთელმა, მაკუნმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს და განაცხადა, რომ კიდევ სურს იკერ კასილასის კარში გოლის გატანა...
"საფრანგეთში გოლის გატანა მოვახერხე ისეთი დიდებული მეკარის კარში, როგორიც იკერ კასილასია. ბერნაბეუზე კიდევ მსურს გატანა და საკუთარი გუნდის დახმარება, თუ მოვახერებთ "ბლანკოსის" დაცვის გარღვევას და მათი კარის აღებას, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება. ლიონს არ ეშინია რეალის, რადგან საკუთარ ძალებში დარწმუნებულია".
"მთავარმა მწვრთნელმა უკვე მოგვცა დავალებები, რომლელსაც ჩვენ შევასრულებთ ბერნაბეუზე. დარწმუნებული ვარ, სამეფო კლუბი პირველი წუთებიდან ეცდება გოლის გატანას, ლიონი ბოლომდე გაიმაგრებს თავს და ეცდება, რომ არ გაუშვას გოლი".
"პელეგრინის შეგირდებს სანტიაგო ბერნაბეუზე ძალიან კარგი შედეგები აქვთ, მაგრამ ეს მხოლოდ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა ტურნირია და აქ ყველაფერი მოსალოდნელი".
"ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას, თუ ვაჩვენებთ გუნდურ თამაშს და მწვრთნელის ყველა დავალებას პირნათლად შევასრულებთ".
- 10 მარტი 2010
- 1 665
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.