„რეალი“ 2018 წელს ბრწყინვალე ტრანსფერით იწყებს
ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა 2018 წელი აქტიურად დაიწყო...
სამეფო კლუბის რიგებს, 2018 წელს პირველი ფეხბურთელი შემოემატება.
არავისთვის სიურპრიზი ეს არ არის, თუმცა ინფორმაცია მართლაც შესანიშნავია. „მარკა“-ს ინფორმაციით, კეპა არიზაბალაგამ ბარგი უკვე ჩაალაგა და ოფიციალური განცხადების გავრცელების შემდეგ ესპანეთის დედაქალაქისკენ აიღებს გეზს.
სატრანსფერო ღირებულად 20 მილიონი ევრო სახელდება.
კეპა „რეალთან“ 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
- 2 იანვარი 2018
- 10 521
- 12