რონალდუ:„მე ვერცერთ ოქროს ბურთს ვერ მოვიგებდი, რომ არა საოცარი თანაგუნდელები“
მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი ლიდერისთვის 2017 წელი შესანიშნავი გამოდგა...
„2017 წელი იყო დაუვიწყარი დღეების წელი. თითქმის ყოველდღე რაღაც ახალი ხდებოდა. ყოველი დღე დრამატიზმით იყო სავსე.“
„დავდივარ მშობლიური მადეირას ქუჩებში და ამაყი ვარ, რომ ამ კუნძულის წარმომადგენელმა ამდენი შევძელი.“
„ერთი რამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო. რომ არა შრომისმოყვარე და პროფესიონალი თანაგუნდელები ვერცერთ ოქროს ბურთს ვერ მოვიგებდი, ვერცერთხელ ვერ ვიბრძოლებდი ოქროს ბუცისთვის.“
„დასრულდა 2017 წელი და 53 გოლს მოვითვლი, 2018 წელს კი უფრო მეტის გატანა მაქვს განზრახული.“
„ძალიან დიდი შრომა გავწიე იმისათვის, რომ ამ სიმაღლეზე მოვსულიყავი, რაც მახარებს.“
„მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდი ოჯახს, მეგობრებს და ნათასავებს.“
„ასევე აუცილებლად უნდა გამოვყო ის ასობით მილიონი სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩემ გამხნევებას.“
- 2 იანვარი 2018
- 6 353
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.