სისინიო: "რეალში უცხოელებს ცუდად ექცევიან"
ბრაზილიელი მცველი, სისინიოც, შეუერთდა იმ კრიტიკოსების სიას, რომლებიც მადრიდელთა ყოფილი ფეხბურთელები არიან...
სისინიომ, რომელიც ამჟადამ "რომას" საკუთრებად ითვლება და არენდის წესით გამოდის "სან პაულოში", მადრიდის "რეალზე" ისაუბრა ადგილობრივ ჟურნალისტებთან.
"როდესაც მადრიდიდან "რომში" მივემგზავრებოდი, თავს თავისუფლად ვგრძნობდი, რადგან "რეალში" ყოფნა ციხეს ჰგავდა, რაც ძირითადად ამ გუნდში მოთამაშე ესპანელების ბრალია".
"თუნდაც ავიღოთ რაული, რომელიც ჟურნალისტებთან "ჩამშვების" როლს თამაშობდა. ის მათ უყვებოდა ყველაფერს, რაც გასახდელში ხდებოდა. რონალდოსა და რობერტო კარლოსის წასვლის შემდეგ, სამეფო კლუბში ბრაზილიელთა ავტორიტეტი საგრძნობლად დაეშვა. საერთოდ "მერენგებს" აქვთ ტენდენცია, ისინი უცხოელებს ცუდად ექცევიან. წარმომიდგენია თუ რას განიცდის კაკა, რომელიც უდიდეს პატივის ცემას იმსახურებს." - განაცხადა სისინიომ.
ინფორმაციის წყარო:Marca.com
- 9 მარტი 2010
- 2 634
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.