რისი უნდა ეშინოდეს "ლიონს"?
სანტიაგო ბერნაბეუ მზად არის მიიღოს ფრანგული კლუბი "ლიონი". ახლა შემოგთავაზებთ იმ ფაქტებს, რის გამოც უნდა ეშინოდეს "ოლიმპიკს" სამეფო კლუბის...
მადრიდის "რეალი" ელოდება იმ ნანატრ ოთხაშაბათს, სადაც პასუხი გაეცემა პრაკტიკულად ყველა კითხვას. მადრიდელ ფეხბურთელებს კარგად ესმით ამ თამაშის ფასი. "მერენგების" უპირატესობა იმაშია, რომ ეს მატჩი გაიმართება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე, რომელსაც ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუ ჰქვია. ამ სტადიონიდან, "თეთრებს" როგორც მინიმუმ 80000 გულშემატკივარი გაამხნევებს. ახლა კი ამ უნიკალური მოედნის თავისებურებებს გაგაცნობთ...
პუბლიკა:
აუდიტორია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში შეიკრიბება, იქნება განსხვავებული სხვა მატჩებისგან. "ინჩასები" ყველანაირად შეეცდებიან გული შეუწუხონ ფრანგ მოთამაშეებს და ისინი მაქსიმალურად გაამხნევებენ სამეფო კლუბს.
ატმოსფერო:
როგორც ვიცით ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე, ფინალი სწორედ ამ სტადიონზე გაიმართება. სწორედ ეს ფაქტი აძლევს სამეფო გუნდის თითოეულ მოთამაშეს დამატებით სტიმულს. ფანები შეეცდებიან შექმნან სწორედ საფინალო ატმოსფერო. ნეტა შესძლებს დიდებული "ლიონი" ამ უდიდეს ზეწოლას გაუძლოს?
ტრადიცია:
მადრიდის "რეალს" ყოველთვის ჰქონდა ერთი შესანიშნავი ტრადიცია. პლეი-ოფის მატჩებში, პირველ შეხვედრებში დამარცხებების შემდეგ, "ვიკინგები" ახერხებდნენ მეორე თამაშებში შემდეგ ეტაპზე გასვლას. ეს ყველაფერი კი მადრიდელებს ხშირ შემთხვევაში ჰანდიკაპით გამოსდიოდათ.
გავიხსენოთ 2001/2002 წლების სეზონი. ამ წელს მადრიდელებმა ბოლოს აწიეს თასი. მას შემდეგ, რაც მიუნხენის "ბაიერნმა" შეძლო "რეალის" დამარცხება პირველ თამაშში ანგარიშით 2-1, "ბლანკოსმა" განმეორებით შეხვედრაში გუტისა და ელგერას გოლების წყალობით მოახერხა შესანიშნავი გამარჯვების მოპოვება.
რიცხვი:
მადრიდის "რეალმა" 11-ჯერ წააგო პირველი მატჩი ანგარიშით 1-0. ამავე შეხვედრებში მადრიდელებმა მხოლოდ 6-ჯერ შესძლეს შემდეგ ეტაპზე გასვლა.
"რეალმა" წარმატებას მიაღწია შემდეგ გუნდებთან: ანდერლეხტი (1965/66), მიუნხენ-1860 (1966/67), კარდიფ სიტი (1970/71), აეკი (1985/86), იანგ ბოისი (1986/87) და ნევშატელი (1991/92).
ინფორმაციის წყარო:Marca.com
- 9 მარტი 2010
- 1 895
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.