ზიდანი:„ამ შენიშვნას თქვენგან არ მივიღებ, მე სწორად მოვიქეცი“
ზინედინ ზიდანმა „ელ კლასიკოს“ წაგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„წაგება ორმაგად სამწუხაროა იმ ფონზე, რომ პირველ ტაიმში ბრწყინვალე გამოსვლა გვქონდა და „ბარსელონას“ ხშირად ვანერვიულებდით. ჩვენ შეგვეძლო გამარჯვება, მაგრამ წავაგეთ, თანაც დიდი ანგარიშით.“
მეორე ნახევარში კონცენტრაცია დავკარგეთ და დავისაჯეთ კიდეც. მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით.“
„კოვაჩიჩი თამაშს იმსახურებდა და პირველ ტაიმში შესანიშნავად ირჯებოდა. ჩვენ ვფლობდით უპირატესობას და გვქონდა ინიციატივა, ხორვატი ბრწყინვალედ ჩაჯდა იმ გეგმაში, რაც მქონდა დალაგებული, ამიტომ ამ საკითხზე თქვენს შენიშვნას ვერ მივიღებ.“
„ტრანსფერები? ჩვენ ამაზე ახლა ვერ ვილაპარაკებთ!“
- 23 დეკემბერი 2017
- 9 490
- 22
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.