გუნდის ბოლო ვარჯიში
სამეფო კლუბი "ლიონთან" შეხვედრამდე უკანასკნელად შეიკრიბა ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე. გუნდის თავკაცს დღეს სრული შემადგენლობა ჰყავდა (დრენტეს და ბენზემას გამოკლებით, რომელთაც ისევ ტრავმები აქვთ).
პელეგრინიმ ვარჯიშის დაწყებამდე მცირე დარიგება უთხრა თავის გუნდს, რის შემდეგაც ისინი საქმეს შეუდგნენ.
კარიმ ბენზემას და როისტონ დრენტეს ისევ სპორტულ დარბაზში მოუწიათ დარჩენა, სავარაუდოდ ისინი იქ კიდევ ერთ კვირას გაატარებენ. რაც შეეხებათ სერხიო რამოსს, კრიშტიანო რონალდოს, ხაბი ალონსოს და ალბიოლს, ისინი გუნდს შეუერთდნენ და სრული დატვირთვით ივარჯიშეს.
თეთრებმა დიდი ყურადღება ბურთით ვარჯიშს და ტაქტიკას დაუთმეს. ამ დროის მანძილზე კასილასს, დუდეკს და ადანს ტრადიციულად ხაბიერ მანჩისიდორი ავარჯიშებდა. როგორც წინა შეკრებაზე, დღესაც გუნდი ორ ნაწილად დაიყო. 1) რაული, ალბიოლი, არბელოა, გრანერო, გუტი, ვან დერ ვაარტი, ხაბი ალონსო და სერხიო რამოსი. 2) მეტცელდერი, იგუაინი, გაგო, მარსელო, კაკა, დიარა, კრიშტიანო რონალდო, ლასი და გარაი. აი ასე მოემზადნენ სამეფო კლუბის ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასასვლელად.
- 9 მარტი 2010
- 1 715
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.