ზიდანი:„რონალდუსთან დაკავშირებით დასკვნა ცნობილია“
ზინედინ ზიდანმა „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ურთულესი ოპონენტი გვყავს, ამიტომ გაათმაგებული ძალებით ვემზადებით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია კარგი თამაში და გამარჯვება. კოლექტივი ამაღლებულ განწყობაზეა და საკუთარ ძალებში დარწმუნებული გახლავთ.“
„მოთამაშეები სრულ კონცენტრაციას ახდენენ „ელ კლასიკოზე“. ეს არის შეხვედრა, რომელიც მთელ მსოფლიოს აოცებს.“
„მივმართავ ქომაგებს და მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ. მე მათი იმედი მაქვს. პირველიდან ბოლო წუთამდე მხურვალე შეძახილები უნდა ისმოდეს. მაქსიმალური ოპტიმიზმისკენ მივმართოთ ჩვენი განწყობა.“
„თუ თამაშს კარგად დავიწყებთ და მეტოქეს საკუთარ სტილს შევთავაზებთ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მატჩის სადავეები უნდა გავაკონტროლოთ.“
„„ბარსელონას“ საპატიო დერეფანზე უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება, ამიტომ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ.“
„ესპანეთის სუპერთასი წარსულს ჩაბარდა. იმ მატჩის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და დიდი დრო გავიდა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ იმ მატჩში გაკეთებული კომბინაციები აქაც გადმოვიტანოთ.“
„კრიშტიანოსთან დაკავშირებით ექიმებს კიდევ ერთხელ ვესაუბრე. პორტუგალიელის დასკვნა ცნობილია, ის 100%-ით მზად არის და მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდება.“
„როდესაც ფეხბურთელი ვიყავი არაერთი დრამატული „ელ კლასიკო“ გამიმართავს.“
„ხვალ ნახავთ ითაშებს თუ არა ბეილი. უელსელი ფეხბურთელი მზად არის და მოედანზე გასვლა შეუძლია.“
„ანალოგიურის თქმა შემიძლია მატეო კოვაჩიჩზეც. მას უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლია გუნდისთვის.“
„იმედი მაქვს, 2017 წელს „ბარსელონასთან“ ნაკლები სხვაობით დავასრულებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“
- 22 დეკემბერი 2017
- 8 268
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.