მესის და რონალდუს მთავარი ინტრიგა - ვინ დაამთავრებს 2017-ს მეტი გოლით?
„ელ კლასიკოს“ ინტრიგები ნამდვილად არ აკლია, თუმცა ძალიან საინტერესოა ერთი ფაქტორი, რომელიც ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდუს გატანილ გოლებს უკავშირდება...
„რეალისა“ და „ბარსელონას“ ორივე ლიდერს 2017 წელს 53-53 გოლი აქვთ გატანილი. კრიშტიანოს 53 გოლის გასატანად 59 მატჩი ჩატარდა, ლეო მესის კი 63.
„შვიდიანმა“ 53-იდან 8 გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეაგდო, მესიმ კი 9-ჯერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანის ნიშნული.
საკლუბო დონეზე კრიშტიანომ 48 მატჩი გამართა და 42 გოლი ასახა ანგარიშზე, ეროვნულ ნაკრებში კი 11 სადაც 100%-იანი შედეგი აქვს და ზუსტად 11 გოლით იწონებს თავს.
რაც შეეხება მესის. არგენტინელმა „ბარსელონას“ მაისური 56-ჯერ მოირგო და 49 გოლს მოუყარა თავი, დანარჩენი 4 გოლი კი არგენტინის ნაკრებზე მოდის, სადაც ლეომ 7 მატჩი გამართა.
ასევე აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო თავით ძალიან ეფექტურად თამაშობს. პორტუგალიელმა 2017 წელს მეორე სართულზე მოგებული ორთაბრძოლის შედეგად 11-ჯერ იხეირა, მესი ამ შედეგით ნამდვილად ვერ მოიწონებს თავს, მან მხოლოდ ერთხელ შეძლო თავით გოლის გატანა.
- 21 დეკემბერი 2017
- 5 175
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.