შუსტერი:„„რეალი“ „ელ კლასიკოში“ ძალიან ბევრს ინერვიულებს, „ბარსა“ არა“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ბერნდ შუსტერმა მოახლოვებულ „ელ კლასიკოსთან“ დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატა....

„ზიდანს გაუმართლა, რადგან ოპტიმალური შემადგენლობის გამოყენება შეუძლია. „ელ კლასიკო“, რომ ერთი თვის წინ ყოფილიყო ეს გუნდი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებოდა, ვინაიდან რეზერვი ფაქტობრივად აღარ არსებობს.“

„შარშან „რეალში“ საკმაოდ სოლიდურ სათადარიგოთა სკამს ვხედავდით და ფრანგს ცვლილებების გაკეთება არ უჭირდა, წელს განსხვავებული სიტუაციაა.“

„ფსიქოლოგიური თვალსაზრისით „ბლანკოსს“ პრობლემები შეექმნება. ზიზუს გუნდს ნერვიულობა მოუწევს, რადგან 3 ქულა ძალიან სჭირდება, ამასთანვე მატჩი ბერაბეუზე გაიმართება, სადაც „ბლანკოსი“ ვალდებულია გაიმარჯვოს. „ბარსელონას“ კი საკმაოდ კომფორტული სხვაობა აქვს, ამიტომ ეჭვი არ მეპარება, მოედანზე გაცილებით მშვიდი იქნება.“

  • Hala
  • 21 დეკემბერი 2017
  • 3 729
  • 5

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 11
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (254)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)