ლუიშ ფიგუ: რეალი ფავორიტია
სამეფო კლუბის ყოფილმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ განაცხადა, რომ "რეალი" - "ლიონის" წყვილის უდავო ფავორიტი სწორედ "ბლანკოსია" და ერთ ბურთიანი ჰანდიკაპი ბერნაბეუზე არაფერს ნიშნავს, მითუმეტეს წელს "ბლანკოსი" საკუთარ კედლებში შესანიშნავად თამაშობს და გულშემატკივარს ლამაზ სანახაობას ჩუქნის...
"რეალი ამ წყვილის აშკარა ფავორიტია, 1-0 არის ის ანგარიში, რომელსაც სამეფო კლუბი ძალიან იოლად აღმოფხვრის და შემდეგ უკვე წინ გავა. დარწმუნებული ვარ პელეგრინის შეგირდები ბერნაბეუზე ულამაზეს ფეხბურთს ითამაშებენ და ლიონს გულდაწყვეტილს გაუშვებენ საფრანგეთში".
"რეალს ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესოა, ეს არის ჩემი თანამემამულე კრიშტიანო რონალდო. უბრალოდ გასაოცარია მისი თამაშის სტილი, რონალდო შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს და "ბლანკოსის" შეუცვლელი ფიგურაა, დარწმუნებული ვარ იგი დიდ წვლილს შეიტანს იმ გამარჯვებაში, რომელსაც რეალი ხვალ მიაღწევს".
"ფინალი ბერნაბეუზე იმართება და ეს რეალის ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, რა თქმა უნდა ყველა მადრიდელს სურს საკუთარი გუნდის ხილვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში".
"ასევე არავის დაავიწყდეს რაულ გონსალეს ბლანკო, რომლის გამოცდილება ჩემპიონთა ლიგაზე ფასდაუდებელია, რაული ვეღარ თამაშობს ისეთ დონეზე, როგორც ადრე მაგრამ მერწმუნეთ, მას კიდევ შეუძლია გოლების გატანა და გუნდისთვის სარგებლის მოტანა, ესპანელი მუდამ მოძრაობაშია და ყოველთვის იბრძვის ბურთისთვის, მე მას დიდ პატივს ვცემ".
- 9 მარტი 2010
- 1 879
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.