აგუერო „რეალში“ აგრძელებს კარიერას? - „სიტის“ პრეტენზია დაკმაყოფილებულია
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, მანჩესტერ „სიტისა“ და მადრიდის „რეალს“ შორის შეთანხმება უკვე არსებობს...
საქმე ეხება არგენტინელ ფორვარდს, კუნ აგუეროს, რომლის სანაცვლოდაც ინგლისურმა გუნდმა 70 მილიონი ევრო მოითხოვა.
მოლაპარაკებების პირველი ეტაპი ჩაიშალა, რადგან ფლორენტინო პერესი თვლიდა, რომ აგუეროს ასაკის ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდა არ ღირდა, თუმცა როგორც სჩანს, ყველაფერი შეიცვალა და პერესი სერხიოსთვის 70 მილიონს იმეტებს.
სხვა ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ფაქტია, რომ „სიტის“ პრეტენზია „რეალის“ მხრიდან დაკმაყოფილებულია, დანარჩენს კი სატრანსფერო ფანჯარა გვიხსენებს.
- 19 დეკემბერი 2017
- 4 311
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.