ზიდანი:„სანამ „რეალის“ მწვრთნელი ვარ, ბენზემა ჩვენთან ერთად იქნება“
ზიდანმა „სევილიას“ განადგურების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„სრულფასოვანი თამაში გვქონდა. ჩვენ შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ. ვთვლი, რომ ფეხბურთელებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას.“
„კრიშტიანო რონალდუს დუბლი შესანიშნავი იყო, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში გოლების გატანა დაიწყო.“
„სანამ მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი ვარ, ბენზემას კრიტიკას აზრი არ აქვს, ის შესანიშნავი ფეხბურთელია და „რეალიდან“ არ წავა.“
„მატჩის მიმდინარეობს დროს ტაქტიკას რამდენჯერმე შეიცვალა. 4-4-2-ის შემდეგ 4-3-3-ზე გადავერთეთ.“
„არ ვთვლი, რომ ეს სეზონის საუკეთესო მატჩი იყო. პირველ ტაიმში ყველაფერი დავასრულეთ, თუმცა კიდევ შეგვიძლია მომატება.“
„უკანასკნელ ორ შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოვახერხეთ. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელების მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია.“
„კარის მშრალად შენახვა? მერწმუნეთ, ეს მნიშვნელოვანი ასპექტია. მიუხედავად იმისა, რომ დაცვაში საკადრო პრობლემები გვქონდა, კეილორმა გოლი არ გაუშვა.“
„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საბრძოლო შემადგენლობით ვითამაშებთ. ხესუს ვალიეხო, რაფა ვარანი და გარეთ ბეილი ჩვენს დახმარებას შეძლებენ.“
„ეს კვირა კრიშტიანო რონალდუსთვის სრულფასოვანია. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა „სევილიასთან“, ოქროს ბურთი მიიღო პარიზში და ბერნაბეუს გულშემატკივრებს დიდი სიხარული მიანიჭა.“
- 9 დეკემბერი 2017
- 7 277
- 39
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.