„ინტერი“ „რეალთან“ მოლაპარაკებებზე კატეგორიულ უარს აცხადებს
იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით, მილანის „ინტერსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მილანური კლუბი მაურო იკარდის გაშვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს...
საქმე იმაშია, რომ თავად ფეხბურთელი და მისი ოჯახი მადრიდში გადასვლით არიან დაინტერესებულნი. მეტიც, იკარდის მეუღლე, რომელიც მისი წარმომადგენელი გახლავთ, მადრიდულ მხარეს შეხვდა და სიტყვიერ შეთანხმებასაც მიაღწია.
ფლორენტინო პერესი მზად არის, ახალგაზრდა ფორვარდს შესანიშნავი პირობები შესთავაზოს, თუმცა „ინტერის“ პოზიცია ჯერ-ჯერობით უცვლელია.
- 8 დეკემბერი 2017
- 1 728
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.