„რეალმა“ „სევილიასთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
ზინედინ ზიდანმა „სევილიასთან“ შეხვედრისთვის მზადება დაასრულა...
დღეს „მერენგებმა“ ფინალური სესია გამართეს, ხვალ კი ანდალუსიურ კლუბს მიიღებენ საშინაო არენაზე.
აღსანიშნავია, რომ ზიდანს საკადრო პრობლემები აქვს. „სევილიასთან“ შეხვედრაში გუნდის დახმარებას ვერ შეძლებენ სერხიო რამოსი, დანიელ კარვახალი, ხესუს ვალიეხო, რაფა ვარანი და კაზემირო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფრანგ სპეციალისტს კასტილიელი ფეხბურთელის გამოძახება მოუხდა.
სესიაზე ასევე ძალიან სასიხარულო ინფორმაციაც გაიგეს. გარეთ ბეილი სათამაშოდ მზად არის, თუმცა ზიზუ გადაწყვეტს შეიყვანს თუ არა უელსელს განაცხადში ხვალინდელი შეხვედრისთვის.
- 8 დეკემბერი 2017
- 1 294
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.