ნეიმარი:„ოქროს ბურთის ცერემონიის შემდეგ „რეალის“ პრეზიდენტს ვესაუბრე“
ბრაზილიელი ნეიმარი კვლავ მესამე ადგილს დასჯერდა. „პსჟ“-ს ლიდერმა დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტთან ისაუბრა...
„ჩემთვის საამაყოა ისეთი გუნდის ინტერესი, როგორიც „რეალი“ გახლავთ. მადლობა პერესს შექებისთვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ცერემონიის დასრულების შემდეგ ესპანელთა პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ოქროს ბურთის მოსაგებად აუცილებლად „რეალში“ თამაში არ არის საჭირო. არაერთი ფეხბურთელის ჩამოთვლა შემიძლია, რომლებმაც ეს სხვა კლუბებში შეძლეს.“
„ვითამაშებ თუ არა „რეალში“? ამაზე საუბრის დრო ახლა არ არის, ჩვენ ხომ სხვა საკითხებზე ვსაუბრობთ.“
- 8 დეკემბერი 2017
- 6 480
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.