კაზემირო:„შემიძლია პოზიცია შევიცვალო“
ბრაზილიელმა კაზემირომ „დორტმუნდთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„საკმაოდ რთულ ჯგუფში ვიყავით. 1/8 ფინალში 13 ქულით გასვლა იოლი ნამდვილად არ არის, თანაც იმ ფონზე, რომ ჯგუფში „დორტმუნდი“ და „ტოტენჰემი“ გვყავდა.“
„გუნდმა კარგი მხარეები გამოავლინა და დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია.“
„ახლა ლა ლიგაზე უნდა გადავერთოთ. საკმაოდ რთული კალენდარი გვაქვს. თუ 2017 წლის კარგად დასრულება გვსურს, დარჩენილ შეხვედრებში წარმატებას უნდა მივაღწიოთ.“
„ანდალუსიურ კლუბთან დაცვაში პრობლემები გვექნება, თუმცა მზად ვარ, პოზიცია შევიცვალოთ და ზიზუს გადაწყვეტილების შემთხვევაში დაცვაში ვიასპარეზო.“
- 7 დეკემბერი 2017
- 2 478
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.